ირაკლი კობახიძე - უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას - სამაშველო სამუშაოები გრძელდება და იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი

უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო- მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ ყველა უწყებას , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას.

მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ ყველა უწყებას.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება და იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი“,- აღნიშნავს კობახიძე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება