პაკისტანში სარკინიგზო ავარიას მინიმუმ 19 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა

პაკისტანის სამხრეთში მატარებელი რელსებიდან გადავარდა, რის შედეგადაც მინიმუმ 19 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.

BBC-ის ცნობით, Hazara Express-ის რამდენიმე ვაგონი საჰარას რკინიგზის სადგურთან ნავაბშაჰში ამობრუნდა.

დაშავებული მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სინდის პროვინციის ნავაბშაჰისა და მისი მეზობელი რაიონების მთავარ საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სამაშველო ჯგუფები ვაგონებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.

პაკისტანის რკინიგზისა და ავიაციის ფედერალურმა მინისტრმა, ხავაჯა საად რაფიკემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ოფიციალური პირები ფოკუსირებული არიან სამაშველო სამუშაოებზე, ამის შემდეგ კი ავარიის მიზეზებს გამოიძიებენ.

BBC-ი წერს, რომ პაკისტანის მოძველებულ სარკინიგზო სისტემაზე უბედური შემთხვევები იშვიათი მოვლენა არ არის. 2021 წელს სინდის პროვინციაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2013-2019 წლებში მსგავს ინციდენტებს 150 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო