ანდრეი ერმაკი - საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილე 40-მდე ქვეყნიდან უმეტესობამ გადაწყვიტა, როგორ იმუშავებს მშვიდობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ გამართული შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, როგორ შეიტანონ თავიანთი წვლილი მის განხორციელებაში.

ერმაკმა შეხვედრის მონაწილე 40-მდე ქვეყანა დაასახელა, მათ შორისაა ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი, საუდის არაბეთი, ავსტრალია, ბაჰრეინი, ინდოეთი, იორდანია, კატარი, ქუვეითი, ჩინეთი, კორეა, თურქეთი, იაპონია, აშშ, კანადა და სხვა.

ქვეყნები წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნების ლიდერების მრჩევლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორების დონეზე, პირადად ან ონლაინ რეჟიმში.

„იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ყველა ადასტურებდა თავისი ქვეყნის ერთგულებას გაეროს წესდების პრინციპების, საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პატივისცემის მიმართ და სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული "მშვიდობის ფორმულა", - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა წარმომადგენლობით დონეზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო