პაკისტანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

პაკისტანის სამხრეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვმა კი 100-ს მიაღწია.

BBC-ის ცნობით, Hazara Express-ის რამდენიმე ვაგონი საჰარას რკინიგზის სადგურთან ნავაბშაჰში ამობრუნდა.

დაშავებული მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სინდის პროვინციის ნავაბშაჰისა და მისი მეზობელი რაიონების მთავარ საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ვაგონებიდან ადამიანების გამოყვანის მიზნით სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

პაკისტანის რკინიგზის მინისტრის, საად რაფიკის განცხადებით, პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მატარებელი ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა და ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია მისი რელსებიდან გადავარდნა.

BBC-ი წერს, რომ პაკისტანის მოძველებულ სარკინიგზო სისტემაზე უბედური შემთხვევები იშვიათი მოვლენა არ არის. 2021 წელს სინდის პროვინციაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2013-2019 წლებში მსგავს ინციდენტებს 150 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო