შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა, არ იყო საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა - ჩვენც ვეხმარებით მეზობლებს და მეზობლებიც დაგვხმარებიან

არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში სხვა ქვეყნის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა.

„საჭირო არ იყო, ეს თავიდანვე ითქვა და განიმარტა, რომ არ არსებობს არც ერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა, ამიტომ არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა. ჩვენც ვეხმარებით ხოლმე ჩვენს მეზობლებს როცა საჭიროა და მეზობლებიც დაგვხმარებიან, მაშინ, როცა ამის საჭიროება იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, ურთიერთდახმარება. თქვენ ხედავთ რა რაოდენობის ტექნიკა, მაშველები და სამხედროები არიან მობილიზებულები, ამიტომ საჭიროება არ იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ თანხის შეგროვების საჭიროება არ არსებობს და ამ სტიქიით დაზარალებულები და პროცესში ჩართული ყველა ადამიანი ყველაფრით უზრუნველყოფილები არიან.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას მიაქციონ ყურადღება და ასევე, ტენდენცია არის, მათ შორის, მითხრეს, რომ სოციალურ ქსელებში საბანკო ანგარიშებია გამოქვეყნებული მოწოდება თანხის შეგროვებისკენ, მათ შორის, მეც ვნახე ერთი და იგივე საბანკო ანგარიში ორ სხვადასხვა „ფეისბუქ“ გვერდზე. მე არავის გულწრფელობაში არ მინდა შევიტანო ეჭვი, მაგრამ ასეთ დროს არის დიდი რისკი თაღლითობის, ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ არანაირი საჭიროება რაიმე თანხის შეგროვების და ა.შ. - ყველასთან, იქნება ეს დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრი, თუ ზოგადად ამ პროცესში ჩართული ადამიანები ყველა ყველაფრით არის უზრუნველყოფილი - საკვებით, წყლით, საცხოვრებლით, ყველაფრით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო