თემურ მღებრიშვილი - ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს და აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები - არანაირი საჭიროება არ დგას დღის წესრიგში და თუ მაინც დადგა მოხალისეების კომპონენტი, მობილიზებას მოვახდენთ ორგანიზებულად

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება აქტიურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანში შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას.

„იცით თქვენ, რომ დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება და ის გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის პროცედურები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს და აქტიურად საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

გზა ბოლომდე ჯერჯერობით გაყვანილი არ არის, თუმცა ძირითადი, გზის დაახლოებით 70%-ი გაყვანილია და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამწუხაროდ, კოტეჯების ტერიტორიის დათვალიერება სრულად ჯერჯერობით ვერ მოესწრო, კიდევ და კიდევ ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც ხელს გვიშლის - ეს არის მიწის სქელი მასა. თქვენ იცით, რომ ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ, დაკვირვების ქვეშ და აქედან გამომდინარე, შეგნებულად არ ვჩქარობთ. არის კონკრეტული ლოკაცია, სადაც ცალკეულად მუშაობს ტექნიკა, ცალკეულად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მსგავსი არის 6 ლოკაცია ამ დროისთვის. მსგავსი განცხადებების გაჟღერება და პროგნოზირება შეუძლებელია რამდენ ხანში შევძლებთ დაკარგული ადამიანების, ცხედრები იქნება თუ ცოცხლად მონახვა“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტებთან საუბრისას მღებრიშვილმა ადგილობრივებს მოუწოდა, რომ თვითნებურად არ სცადონ სტიქიის ზონაში შეღწევა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიჩინეს ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სურვილი გამოთქვეს, რომ ჩაერთონ მოხალისედ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კანონით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ მსგავს სიტუაციებში ტაქტიკურ, თუ ოპერატიულ დონეზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ აბსოლუტურად კეთდება ყველაფერი სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით და აბსოლუტურად არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი. არანაირი საჭიროება დღის წესრიგში არ დგას და თუ მაინც დადგა მოხალისეების კომპონენტი, ჩვენ გვაქვს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სპეციალური ბაზა მოხალისეების, რომელთა მობილიზებას მოვახდენთ ორგანიზებულად“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: თუ რატომ არ იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში, მღებრიშვილი ამბობს, რომ „მე ახლა ამ კითხვის არსს ნამდვილად ვერ ვხვდები, თუმცა მინისტრმა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო