ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ, ერთ კვირაში, 65 რაკეტა და 178 დრონი გამოიყენეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო ერთ კვირაში, 65 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 178 თავდასხმის დრონი გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსმა ტერორისტებმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს 65 სხვადასხვა რაკეტა და 178 თავდასხმის დრონი, აქედან 87 Shahed-ი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რაკეტებისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ცაზე უკრაინასა და პარტნიორებს შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ტერორი აგებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პარტნიორის პასუხისმგებლიანი პოზიცია საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებაში. აქ საჭიროა სრული დაცვა ტერორისგან, რათა მოგვიანებით არ დაგჭირდეთ ფიქრი, როგორ დაიცვათ მისგან სხვა ხალხები. უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ბრძოლა და ჩვენი საჰაერო ფარი შემდგომში იქნება მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო