მედია - ჩინეთმა საუდის არაბეთში გამართულ სამშვიდობო სამიტზე პოზიტიური სიგნალი გაგზავნა

ჩინეთმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ჯიდაში, უკრაინის ომთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში და მომავალში მსგავსი შეხვედრების გამართვის შესახებ პოზიტიური სიგნალი გაგზავნა,- ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, დახურული მოლაპარაკებები საბოლოო დეკლარაციის გარეშე დასრულდა. „დასკვნითი სიტყვები არ გაჟღერებულა, იყო მხოლოდ ფრთხილი დადებითი სიგნალები ჩინეთიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 5-6 აგვისტოს საუდის არაბეთში ორდღიანი სამიტი გაიმართა, რომელზეც 42 ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის მშვიდობიანად დასრულების გზები განიხილეს. შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე გაიმართა. მასში გერმანიის მთავრობის სახელით მონაწილეობა მიიღო კანცლერ ოლაფ შოლცის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იენს პლოტნერმა. აშშ-ის დელეგაციას კი პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა სამშვიდობო გეგმების, მაგალითად, ჩინეთის, აფრიკისა და ბრაზილიის უკრაინის „მშვიდობის ფორმულასთან“ კონსოლიდაცია. სამიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს მშვიდობიანი გადაწყვეტის ძირითად საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო