ნიგერში სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურეს

ნიგერის სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს და მიზეზად სამხედრო ინტერვენციის საფრთხე დაასახელეს.

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ჯგუფმა, Ecowas-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ნიგერში, კვირას 23:00 საათამდე პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმის მმართველობა არ აღდგებოდა, შესაძლოა ძალა გამოეყენებიათ. აღნიშნულის საპასუხოდ, ნიგერის ხუნტას პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ნიგერის შეიარაღებული ძალები მზად არიან ქვეყანა დაიცვან.

შეგახსენებთ, ნიგერში რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ბაზუმის ხელისუფლება დაამხეს და ქვეყნის ახალ ლოდერად თავი პრეზიდენტის გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანმა გამოაცხადა. სამხედრო გადატრიალება საერთაშორისო დონეზე დაგმეს, მათ შორის ყოფილმა კოლონიალურმა ძალამ საფრანგეთმა და ევროკავშირის დანარჩენმა ქვეყნებმა, ასევე გაერო-მ და შეერთებულმა შტატებმა

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო