თემურ მღებრიშვილი - იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს - ე.წ. კალცის წყლების მიმართულებით შუადღისთვის გზა ბოლომდე იქნება და საძიებო სამუშაოების აქტიური ფრონტი გაიხსნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ.

„ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. დაკარგულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი სიახლე, გუშინ საღამოს რაც მოგახსენეთ, იყო ის, რომ ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ორი მიმართულებით გზები თითქმის უკვე დასრულებულია.

„ე.წ. კალცის წყლების მიმართულებით დღეს შუადღისთვის უკვე გზა ბოლომდე იქნება შეყვანილი ჩვენი ვარაუდით და იქაც უკვე საძიებო სამუშაოების აქტიური ფრონტი გაიხსნება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება გვიან ღამით ვერტმფრენების ჩართულობას და მოსახლეობის ევაკუაციის საკითხს, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადგილზე ვერტმფრენები უმოკლეს ვადაში იმყოფებოდნენ. მისი შეფასებით, ზოგიერთი ადამიანი ამ საკითხით სპეკულირებს.

„ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ სპეკულაცია აწარმოონ, მე რა თქმა უნდა, ვერ დავუშლი. რაც შეხება ვერტმფრენების ჩართულობას, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, პირველივე წუთიდან, უმოკლეს ვადაში რაც კი შეიძლებოდა გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენის ცაში აწევის, ეს განხორციელდა. რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას და საძიებო სამუშაოების განხორციელებას ღამის განმავლობაში, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ როცა ჩამოვფრინდით და დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაცია, იმის იქით საჭიროება აღარ დადგა, რაც გავაკეთეთ. დარჩენილი ის ადამიანები, რომლებმაც ღამე გაათენეს ჩვენს მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად უსაფრთხო ადგილებზე, ეს სტრატეგიულად ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო