ბადრი ჯაფარიძე - 2008 წლის 7 აგვისტოდან, რუსეთის მხრიდან საქართველოში აქტიური სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან 15 წელი გავიდა - ეს ტრაგედია დღემდე გრძელდება

2008 წლის 7 აგვისტოდან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში აქტიური სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან 15 წელი გავიდა. ეს ტრაგედია დღემდე გრძელდება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის სრული დეოკუპაცია უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი სახელმწიფოსთვის.

„გრძელდება ოკუპაცია, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების ყოველდღიური დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომელიც უნდა დასრულდეს საერთაშორისო საზოგადოების და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ძალისხმევის შედეგად.

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც დღეს ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მათ, რომლებიც განდევნეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მიეცეთ თავისუფლად ცხოვრებისა და განვითარების საშუალება. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო