“ეიპიემ ტერმინალსის” აღმასრულებელი დირექტორი ფოთს ეწვია

„ეიპიემ ტერმინალსის“ აღმასრულებელი დირექტორი, კის სვენდსენი „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნავსადგურის დათვალიერებისა და თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, მან კომპანიის სტრატეგიულ მიზნებზე ისაუბრა.

ინფორმაციის თანახმად, კის სვენდსენის თქმით, ამ ეტაპზე, კომპანიის მთავარი პრიორიტეტი არის ის, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ როგორც ბაზრის, ისე ჩვენი მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნები.

,,ამ დროისთვის, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ მოთხოვნას კონტეინერებისა და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებაზე, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთ, დერეფნის გავლით ცენტრალურ აზიაში. ჩვენი გეგმაა მოვემსახუროთ მომხმარებლებს მათი საჭიროებების შესაბამისად და დავეხმაროთ, როგორც საქართველოს, ისე ჩვენს სხვა მომხმარებლებს, გაზარდონ და გადმოიტანონ მიწოდების ჯაჭვი მსოფლიოს ამ ძალიან საინტერესო ნაწილში,“ - განაცხადა კის სვენდსენისმა.

მათივე განმარტებით, „ეიპიემ ტერმინალსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და გაუმჯობესება კომპანიის მთავარი საზრუნავია.

„უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და ჩვენ ამას მუდმივად ვამბობთ, რადგან ვმუშაობთ გარემოში, რომელიც არსებითად შეიცავს საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, უფრო მეტად უსაფრთხო ხდება ჩვენს ტერმინალებში მუშაობა. ვდგავარ აქ, საქართველოში, ფოთში, სადაც 1400 დღის განმავლობაში არ გვქონია ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების შემთხვევები. ვფიქრობ, ეს მხოლოდ იმის დასტურია, თუ რა შეუძლია ერთ გუნდად მუშაობას და უსაფრთხოებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას“, - განაცხადა კის სვენდსენისმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო