გურამ მაჭარაშვილი - ჩვენთვის, ჭირისუფლებისთვის, ვინც თავს ჭირისუფლად თვლის, გაცილებით რთული და ცეცხლზე ნავთის დასხმაა დეზინფორმაცია, რომელიც მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდება

ჩვენთვის, ჭირისუფლებისთვის, ვინც თავს ჭირისუფლად თვლის, გაცილებით რთული და ცეცხლზე ნავთის დასხმაა დეზინფორმაცია, რომელიც მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდება - დადგება დრო, როცა კითხვებზე პასუხები იქნება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

როგორც მაჭარაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, "არსებობს დრო და სივრცე, სადაც სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები არ უნდა მოძებნო".

„უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ადამიანები გარდაიცვალნენ. პირველივე წუთებიდან ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური, ისე ბევრი სამინისტრო - პირველი პირების ჩართვით. 24-საათიან რეჟიმში მიდის იმ ადამიანების ძებნა, ვისაც ვერ დაუკავშირდნენ. ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს, თუმცა ამ ფონზეც დეზინფორმაციასთან ბრძოლა გვიწევს. სოციალურ ქსელებში მათ შორის კახი კალაძესთან, ირაკლი კობახიძესთან, პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიტყვები ძნელად მისაძებნია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს - ადგილზე არიან ოჯახის წევრები და ხედავენ, რას აკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურები და ადამიანები, ვინც ამ პროცესში არიან ჩართული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება