დღეს, როდესაც საქართველო გლოვობს შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„კურთხეულ იყოს დაღუპულთა ხსოვნა“, - აცხადებენ უწყებაში.
შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეც.
„დღეს ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ და ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად. ქნესეთის თავმჯდომარე, ამირ ოხანა გულწრფელად უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას, ხოლო ქართველ ხალხს მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს. კურთხეული იყოს დაღუპულების ხსოვნა", - აღნიშნულია ქნესეთის განცხადებაში.