პრემიერი - მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება, ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც შოვში დატრიალდა, მთელი საქართველო შეძრა - მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე განსაცდელია

მთავრობის წევრებმა რაჭაში, კერძოდ, შოვში დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც შოვში დატრიალდა, მთელი საქართველო შეძრა.

„მინდა კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, მთელ ქვეყანას გამოვუცხადო სამძიმარი. საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, მინდა, მინისტრებს გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას.

მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება, ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც შოვში დატრიალდა, მთელი საქართველო შეძრა. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენი სამძიმარი ოჯახებს. მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე განსაცდელია. მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთიდან. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში,.210 თანამოქალაქე უვნებელია გამოყვანილი სტიქიის ზონიდან. მინდა გითხრათ, რომ გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ, ჩვენს საამაყო გმირ მაშველებს. სრული მობილიზება იყო გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზეა მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა. ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს. მინისტრები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. მინდა, ვთქვა, რომ ეს მძიმე განსაცდელია ჩვენთვის, ყველასთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“,- აღნიშნა პრემიერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო