საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და აკადემიური-სამეცნიერო წრეების სახელით, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ქვეყანაში უმძიმესი დღეებია - შოვში დატრიალებული ტრაგედიისა და განუზომელი ტკივილის გადმოსაცემად სიტყვები უძლურია. დღეს საქართველო გლოვობს.

სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, საზოგადოებას. მსუბუქი იყოს სტიქიის მსხვერპლთათვის საქართველოს მიწა...

გმირობის ტოლფასია სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცების თავდადება - მათ შეუძლებელი შეძლეს. მადლობა თითოეულ მაშველს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების სიცოცხლე იხსნეს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო