სახალხო დამცველი გუგუტიანთკარის მცხოვრებლებს შეხვდა

აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, სახელმწიფომ ადგილობრივ მოსახლეობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა მათ ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას.

„15 წლის წინ რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა ჩვენ ქვეყანაში და 27 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე დევნილად აქცია. 15 წლის შემდეგ, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს დღესაც უწევთ ოკუპაციასთან გამკლავება, მათი ეზოები და ბაღები გაყოფილია მცოცავი ანექსიის გამო, დღესაც ხდება ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ გატაცება და დაპატიმრება.

გუგუტიანთკარში ბევრი დამწვარი სახლი დგას, რომლის კომპენსაციაც მაცხოვრებლებს 2008 წელს აქვთ აღებული. ჩემი აზრით, 2008 წელს გაცემული კომპენსაცია არ არის საკმარისი საბაბი იმისა, რომ დღეს ამდენი საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი იდგას, ხოლო მათი მცხოვრებლები ყოფილი საჯარო სკოლის შენობას იყვნენ შეკედლებული.

სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ადამიანებს, რომლებიც არსებული სირთულეების მიუხედავად, აქ რჩებიან და აგრძელებენ ცხოვრებას. შეიძლება ვერ მოხერხდეს მათი სახლების აღდგენა და ვერც გაყოფილ სახლებსა და ეზოებში იგრძნონ თავი მშვიდად, მაგრამ სახელმწიფომ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ მათ ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას. ეს ადამიანები, ისედაც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არიან მუდმივად და მაინც არ ტოვებენ თავის სოფელს, სახლებს, ამ ადგილს - ეს არის გმირობის ტოლფასი,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო