ოთარ შამუგია შოვის სტიქიაზე  - სპეციალისტები დეტალურ შესწავლას აგრძელებენ და ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი მონაცემები

მდინარეზე არის დამონტაჟებული ჰიდროლოგიური სადგური, რომელიც აღრიცხავს მუდმივ რეჟიმში, 24 - საათიან რეჟიმში ინფორმაციას და სადგურზე არ ფიქსირდება მდინარეზე ცვლილება სტიქიამდე - სტიქიის მომენტში ფიქსირდება ერთბაშად წყლის მოვარდნა , - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შოვში პროცესები განვითარდა ძალიან სწრაფად.

„დასკვნაში დეტალურად არის ასახული პროცესი, რაც სპეციალისტებმა ადგილზე დაკვირვების შედეგად ნახეს. მყინვარის დნობა არის კლიმატის ცვლილების შედეგი, კლიმატის ცვლილება არის დღეს გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენ ვხედავთ, რომ მყინვარების დნობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ბოლო წლებში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კლდე-ზვავის ჩამოშლა მოხდა, რომელიც დაეჯახა მყინვარს, მოხდა მისი ჩამონგრევაც და აქედან დაიწყო პროცესი. როგორც ჩვენი სპეციალისტები ვარაუდობენ, იქვე ჰქონდა ადგილი მყინვარის ქვეშ გარკვეული წყლის დაგუბებას, რომელიც ამ მასასთან ერთად გადმოედინა და შემდეგ ამას შეუერთდა, ამ მასამ გამოიწვია მეწყრული პროცესები მდინარეზე, იქ დაგროვილი მასის წამოღება, რომელიც ღვარცოფში გადაიზარდა.

პროცესები განვითარდა ძალიან სწრაფად, რაც არის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დასკვნიდან, რომ პროცესის დაწყებიდან ვთქვათ, დასრულებამდე იყო ძალიან მცირე ვადა, ესეც იმ გათვლებით არის გაკეთებული, თუ როგორი დახრა აქვს ხეობას, რა სიჩქარე შეიძლება ჰქონოდა მასას, დაშვებების დონეზე. ზუსტად ამ ყველაფრის გაანგარიშება, რა თქმა უნდა, ახლა ამ პროცესებში რთულია, თუმცა ეს პირველადი დასკვნაა და სპეციალისტები დეტალურ შესწავლას კიდევ აგრძელებენ და ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი მონაცემები. დაგუბებაზე მთავარი პასუხი წერია სწორედ აქ, ამ მეორე პუნქტში, რომ მდინარეზე არის დამონტაჟებული ჰიდროლოგიური სადგური, რომელიც აღრიცხავს მუდმივ რეჟიმში, 24 საათიან რეჟიმში ინფორმაციას და ამ სადგურზე არ ფიქსირდება მდინარეზე ცვლილება სტიქიამდე. სტიქიის მომენტში ფიქსირდება ერთბაშად წყლის მოვარდნა. შესაბამისად, ეს მეტყველებს ისევ და ისევ იმაზე, რომ იქ დიდხნიან დაგუბებას ადგილი ვერ ექნებოდა, ვინაიდან, ეს გავლენას მოახდენდა მდინარის დონეზე“, - განაცხადა შამუგიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო