ანა ფოტიგა - რუსეთის საქართველოში შეჭრა იყო არა მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტი, არამედ მოვლენა, რომელმაც გავლენა მოახდინა გლობალურ უსაფრთხოებაზე

15 წლის წინ რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა. ეს არ იყო მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტი - როგორც ზოგიერთს სურდა მისი აღწერა - არამედ მოვლენა, რომელმაც გავლენა მოახდინა გლობალურ უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, ეს იყო პოსტკომუნისტური რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველი პირდაპირი აქტი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

"ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, რეგიონის ერთიანობისა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის სანდოობის ტესტი", - წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, საქართველომ ეს გამოცდა ჩააბარა მამაცი ჯარისკაცების, ხელისუფლებისა და ხალხის დამსახურებით.

"საქართველომ ეს გამოცდა მამაცი ჯარისკაცებითა და კომპეტენტური ხელისუფლებით ჩააბარა, ასევე თავისი ხალხით, რომელიც მზად იყვნენ დაეცვათ საკუთარი ქვეყანა. ჩემმა რეგიონმა, ცენტრალურმა და აღმოსავლეთმა ევროპამ, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერების თბილისში ერთობლივი ჩასვლით, გამოავლინა სოლიდარობა და აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ გვეშინია რუსეთის და რომ ჩვენ მზად ვართ საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დავაყენოთ იმისთვის, რომ ამ შემოჭრასა და რუსული იმპერიალიზმის აღდგენას დავუპირისპირდეთ. მესამე ფაქტორი, რომელმაც რუსული ტანკების თბილისში შემოსვლა შეაჩერა, შეერთებული შტატების გადამწყვეტი ქმედება, მათ შორის არაპირდაპირი სამხედრო ხასიათის ქმედებაა", - აღნიშნულია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იყოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩვენს ნაწილში ნაცრისფერი ზონები არ შეიძლება არსებობდეს. უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპა იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი და საქართველო, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია", - წერს ევროპარლამენტარი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო