ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მობილიზებული მძიმე ტექნიკა მუშაობას სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა აგრძელებს

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გვაცნობეს, სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის, სულ ადგილზეა მობილიზებული 100 -ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით.

მძიმე ტექნიკა გუშინ და დღეს მუშაობს, როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. გუშინ მოხდა გზის გაყვანა მჟავე წყლების მიმართულებით, ასევე გადაილახა მდინარის ფონი, გადავიდა მძიმე ტექნიკა, რომელიც გუშინდლიდან მუშაობს.

წარმოებს მდინარე ბდღვიორასა და მდინარე ჭანჭახის გაწმენდისა და კალაპოტის ფორმირების სამუშაოები.

სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის პირველ დღეებში, მთავარი ამოცანა იყო კურორტ შოვთან დამაკავშირებელი დროებითი ხიდისა და გზის მოწყობა. ამისათვის საჭირო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. 24 - საათიანი მუშაობის შედეგად, მძიმე ტექნიკამ, ხიდის მონტაჟისთვის, გაწმინდა მდინარის კალაპოტი და პარალელურად მუშაობდა სტიქიის ზონასთან მისასვლელი გზის მოწყობაზე ორი მიმართულებით. 4 აგვისტოს დროებითი ხიდი უკვე მოეწყო და შესაბამისად, ნებისმიერი ტექნიკის გადაყვანის შესაძლებლობა გაჩნდა.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, სტიქიის პირველივე დღეს დაიწყო მძიმე ტექნიკის მობილიზაცია. კერძოდ, ადგილზე მობილიზაცია გაუკეთდა ექსაკავატორებს, ბულდოზერებს, თვითმცლელებს და ამწეებს. ეს ტექნიკა ეხმარება შესაბამის სამსახურებს რთულად გადასალახ ღვარცოფულ მასაში ძებნა-შველის სამუშაოების წარმოებაში.

სამუშაოები გრძელდება და დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისთვის, ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო