მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო შეჭრას და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ტვიტერზე“ ავრცელებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს.
მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში”, - წერია განცხადებაში.