ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი შავ ზღვაში დომინირებას და სარაკეტო დარტყმებით ბლოკადას გააგრძელებს, უკრაინა იმავეს გააკეთებს - თუ სროლას გააგრძელებენ, შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინულ პორტებზე თავდასხმებს გააგრძელებს, ომის დასრულებამდე ის, შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვმა შავი ზღვა დაბლოკა, მათ შორის უკრაინის ტერიტორიული წყლები, მაგრამ უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს უფლება თავის ტერიტორიულ წყლებში საქონლის შეტანასა და გატანაზე მიიღოს გადაწყვეტილება.

"თუ რუსეთი შავ ზღვაში დომინირებას და მის ბლოკადას სარაკეტო დარტყმებით გააგრძელებს, უკრაინა იმავეს გააკეთებს. ჩვენ არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ თუ სროლას გააგრძელებენ, ომის დასრულებამდე შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩნენ. და ამის ჩვენება გვინდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა სამოქალაქო მოსახლეობაზე და მარცვლეულის დერეფნებზე მიტანილ დარტყმებს აუცილებლად უპასუხებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო