უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 763 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არის დაზიანებული ან განადგურებული.
უწყების ცნობით, აქედან 23 ძეგლი სრულიად არის განადგურებული, 625 - ნაწილობრივ, 115-ის დაზიანების ხარისხი უცნობია.
„განადგურებულია ან დაზიანებულია არქიტექტურის ღირსშესანიშნაობის 241, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის – 218, ისტორიის – 185, არქიტექტურისა და ისტორიის – 28, მონუმენტური ხელოვნების – 19, ქალაქმშენებლობის და მონუმენტური ხელოვნების – 17, არქეოლოგიის – 18, არქიტექტურის, ქალაქმშენებლობის და ისტორიის – 27, ქალაქმშენებლობის – 5, მეცნიერებასა და ტექნიკის – 2 და სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.