ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა

გასაგებია თქვენი ეს ემოცია, ვიცი, რომ ხართ სუბიექტურად განწყობილი, მაგრამ თქვენ თუ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა გადარდებდეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. ამაზე მთავარი საკითხი ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება. რაც შეეხება მთავარ საკითხს. პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა მთელი პროვოკაციები, რომელიც ომამდე ხდებოდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არაფერზე ფიქრობს გარდა პირადი კეთილდღეობისა.

„კარგად მოგეხსენებათ მათი, ამჟამად უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა. როგორ იქცეოდნენ და იქცევიან, ახლაც აცხადებენ, რომ ისინი კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს და დაიწყებენ ომს, ეს მათი ხელწერაა, მეგობრებო. ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა საკუთარი, პირადი კეთილდღეობისა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო