ჯუანშერ ბურჭულაძე- ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ - არა - ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთი პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო

ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ - არა - ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთი პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვერტმფრენების შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება.

„ვერტმფრენებზე უკვე პასუხი გაგეცით. ვერტმფრენებს აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ - არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება. ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთი პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო. შეკვეთას იღებენ და დამზადებას იწყებენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან შოვში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა საქართველოსთვის დაუვიწყარი ტრაგედიაა.

„კატასტროფაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს. ვინც იქ ვიყავით შემზარავი კადრები ვნახეთ. ყველა ამ მოვლენების გარშემო ვიყავით. მთელი საქართველოსთვის დაუვიწყარი ტრაგედიაა“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო