რუსეთის საგარეო უწყება - მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთზე ვერაგული თავდასხმა განახორციელა - რუსეთი იძულებული გახდა მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთზე ვერაგული თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთზე მოღალატური თავდასხმა განახორციელა. პარალელურად განხორციელდა თავდასხმა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ამ კრიმინალურ ავანტიურას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებსა და რუს სამხედროებს შორის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი მტკიცებით, რუსეთი „იძულებული გახდა" მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა.

„იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. შექმნილ ვითარებაში რუსეთი იძულებული გახდა აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა. 26 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო", - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი მტკიცებით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ რეგიონში მდგრადი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდება იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.

„ასევე მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციით და შემდგომი დემარკაციით“, - წერს ზახაროვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო