ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიცე-პრემიერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, მაგრამ საქართველოსთვის თავდადებული გმირების ღვაწლი იმდენად განუზომელია, რომ ყოველ წელს გვაბრუნებს ჩვენი სამშობლოს იმ ტრაგიკული დღეების განცდასთან და კიდევ უფრო გვიმტკიცებს რწმენას, რომ აუცილებლად მივა საქართველო თავის უდიდეს მიზნამდე - ჩვენ გავერთიანდებით, დავიბრუნებთ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს და ეს იქნება ალბათ ყველაზე საპატიო გვირგვინი, რომლითაც ჩვენ გმირებს, მათ თავგანწირვას უმაღლეს პატივს მივაგებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ