გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, გიორგი ტყემალაძემ და გიორგი ახვლედიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიას შეწირულმა გმირებმა ქვეყნის თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე უპირობოდ დათმეს.

„აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. დღეს პატივს მივაგებთ ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ნათელ ხსოვნას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. დღემდე რუსეთის მიერ ოკუპირებულია ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. აგვისტოს ტრაგიკულ დღეებს ჩვენს მებრძოლებთან ერთად მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ქედს ვიხრით სამშობლოსათვის დაღუპული ჩვენი გმირების წინაშე,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო