ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ვან ი-მ სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას დაიკავებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ი-სა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვან ი-მ თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას დაიკავებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის კრიზისის საკითხთან ერთად, მხარეებმა სხვა საერთაშორისო და რეგიონული პრობლემა განიხილეს, რომლებიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს წარმოადგენს.

„ვან ი-მ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პეკინი ობიექტური და რაციონალური იქნება, აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და გააგრძელებს ამ კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთის მიერ მომზადებულ პოზიციურ შეთანხმებას ეთანხმება, აფასებს და მიესალმება ჩინეთის კონსტრუქციულ როლს ამ საკითხში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო