თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და საქართველოს წინაშე მათი ღვაწლი გაიხსენეს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ. აგვისტოს ომის გმირების სახელზე აგებულ ტაძარში 2008 წელს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და საქართველოს წინაშე მათი ღვაწლი გაიხსენეს. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით აშენდა“, - ნათქვამია სამინისტროს ცნობაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო