ბორჯომის მერმა და მერიის მაღალჩინოსნებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავთან დაკავშირებით, ბორჯომის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა - გიორგი ფერაძემ და ნიკოლოზ კიკნაძემ დაბა ახალდაბაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების - დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევი ჩადუნელი წარმოშობით ახალდაბელი იყო, შალვა გაბუნია კი ახალდაბას ხშირად სტუმრობდა. მათი სულების უკვდავსაყოფად ახალდაბაში მემორიალი აღიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველწლიურად სტუმრობენ.

ღონისძიებას აგვისტოს ომში დაღუპული ბორჯომელი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო