სერჰი ჩერევატი - უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„ბახმუტის მიმართულება რჩება მიმართულებად, სადაც ჩვენი თავდაცვის ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ. მტერი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს, ყველა ტიპის არტილერიის გამოყენებით - ნაღმმტყორცნებიდან დაწყებული სარაკეტო სისტემებით დამთავრებული", - აღნიშნა ჩერევატიმ.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 508-ჯერ დაარტყა უკრაინის პოზიციებს და 6 საჰაერო იერიში განახორციელა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგის ძალებს შორის 16 შეტაკება მოხდა, რა დროსაც 65 ოკუპანტი განადგურდა, 120 დაიჭრა და 3 ტყვედ აიყვანეს, ასევე განადგურდა მტრის ტანკი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ქვემეხი, საბრძოლო მასალის საწყობი და 5 სატვირთო მანქანა.

ჩერევატის ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის საკომუნიკაციო ცენტრიც გაანადგურეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო