მარნეულის მერმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სიმბოლურად, სასაჩუქრე კალათები და ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.

„დღეს პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. 15 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა, დავკარგეთ ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოსამსახურე, ათასობით მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

გვირგვინით შევამკეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და უკეთეს მომავალს შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები ჩვენი მუნიციპალიტეტიდან.

მადლობა ბიჭებს გმირობისთვის. ვალდებულები ვართ, გვახსოვდეს მათი ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე",- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო