დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, მთავრობამ სასანქციო სიების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ სასანქციო სიების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ზომები რუსეთის თავდაცვითი დარგის შეზღუდვასთან და უცხოურ სამხედრო მოწყობილობაზე წვდომის შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

„ახალი შეზღუდვები ბელარუსში, ირანში, თურქეთში, დუბაიში, სლოვაკეთში და შვეიცარიაში არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხება, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს რუსულ არსენალს და ვლადიმერ პუტინის თავდაცვითი სამრეწველოს მხარდამჭერ მიწოდებებზე აისახება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ.

შეზღუდვა სულ გამოცხადებულია 25 ახალ სასანქციო ზომაზე, მათ შორის, სამი რუსული კომპანიის მიმართ, რომლებიც სამხედრო ტექნიკისთვის ელექტრონული კომპონენტების იმპორტს ახორციელებენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო