სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის ცენტრალურ პარკში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ბაკურიანის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ყველა ქართველის მიზანი და ამოცანაა საქართველოს გაერთიანება.

"15 წელი გავიდა იმ უთანასწორო ომის დაწყებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა რუსეთთან, სამწუხაროდ ამ ომის პერიოდში 400-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე მთავარი, სიცოცხლე დათმეს, მიუხედავად ამისა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიები, სამწუხაროდ, მაინც ოკუპირებულია. 2008 წელს დამატებით მოხდა ჩვენი სოფლების ოკუპაცია.

ყველა ქართველის მიზანი და ამოცანაა ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს და ამ ბიჭების, ჩვენი სამხედროების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაევლოს. ჩვენ ყოველწლიურად პატივს მივაგებთ გმირ სამხედროებს და ეს ასეც იქნება. მათი ღვაწლი სამშობლოსადმი განუზომელია და ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე ვალდებულია, რომ პატივი მიაგოს მათ, ჩვენი შვილები უნდა აღვზარდოთ მათ გმირობებზე”, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი დეკანოზმა იოანე გელაშვილმა გადაიხადა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ, ვეტერანთა კავშირის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო