ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პაპუნა მუშკუდიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი მირიანაშვილმა, საკრებულოს წევრებთან ერთად აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

„აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან თითოეული დაღუპული გმირის ოჯახს ფულადი დახმარება გაეწია.

2008 წელს, რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო