გორში 2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

გორში 2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 15 წლის წინანდელი მოვლენები. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.

მათივე ცნობით, გორში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინები 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ძმები რომელაშვილების სახელობის მემორიალთანაც მიიტანეს და გმირი ძმების მამასთან მურაზ რომელაშვილთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს ომი და ძმების გმირული ისტორია.

2008 წლის ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

დღეს აგვისტოს გმირებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შოვში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და მწუხარება გამოხატეს რაჭაში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო