ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მადლობელი უნდა იყოს თუ უკრაინა ნატო-ში იქნება, ვინაიდან, ეს უსაფრთხოებაა რუსეთისთვის, რომ უკრაინა მომავალში არასდროს მივა მათ ტერიტორიაზე

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის უსაფრთხოება გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.

“იქ, სადაც ნატოა - იქ ომი არ არის. და ყველა ქვეყანა ნატოში შედიოდა იმიტომ, რომ ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი ფეხებით, ხელებით და პუტინის ცდუნებით უკან დაბრუნდებოდა. ნატო უკრაინისთვის - ეს შეტევითი მისია არ არის, არასდროს არსად არ შეგვიტევია. ყველგან, სადაც ვუტევთ, ეს ჩვენი ტერიტორიაა, მას აღვადგენთ, არ ვუტევთ, ამას რუსეთში პრიგოჟინი აჩვენებს და არკვევს. ეს მათი შიდა პოლიტიკაა, ხოლო უკრაინა საბრძოლო ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს, მას აღვადგენთ. რუსეთის ფედერაცია მადლობელი უნდა იყოს, თუ უკრაინა ნატო-ში იქნება. სწორედ ასე! ვინაიდან, ეს უსაფრთხოებაა რუსეთისთვის, რომ უკრაინა მომავალში არასდროს მივა მათ ტერიტორიაზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ძალიან გაუხარდებოდათ უკრაინელი მებრძოლები მათ ტერიტორიაზე რომ ყოფილიყვნენ განლაგებული.

“ვინაიდან, ყველას ესმის, რომ რომ ძლიერი არმია და ბევრი სამხედრო გვყავს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო