„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხვალ, 9 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საბურთალოს რაიონში, ღლონტის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ხვალ, 9 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 აგვისტოს, დღის 12:00 საათიდან 10 აგვისტოს ღამის 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ქოშიგორას, სოფელ ზურგოვანს, დიდ დიღომს მიკრო რაიონებით, ნოზაძის, ხელაშვილის, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, ფერაძის, მირიან მეფის, თინათინის, არქანჯელო ლამბერტის, ჩოლოყაშვილის, ფატმანის, რჩეულიშვილის, კანდელაკის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს. გაგარინის, კარტოზიას, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს.

სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალეს, სტრაბონის, გოგიაშვილის, ცხაკაიას, გეხტმანის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, ბარონ დე ბაის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, დავარის, გულანშაროს, სარაჯიშვილის, ათონელის, დიდგორის, იოაკიმე და ანას, ჩოლოყაშვილის, ხანძთელის, ფიროსმანის, ჭიაურელის, როსტევანის, ჩხიკვაძის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, კაკაბაძის, ბატონიშვილის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

მარშალ გელევანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებებს, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ჰეიდარ აბაშიძის, ლვოვის, ოდესის, ოსეთის, ლომონოსოვის, მიხეილ ასათიანის, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის, გოთუას და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: აღამაშენბლის ხეივანი მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო