„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო ორგანოებს შოვში ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ობიექტურად წარმართვისკენ მოუწოდებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო ორგანოებს შოვში ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ობიექტურად წარმართვისკენ მოუწოდებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დანაშაულში ჩართულ ყველა პირს უნდა დაეკისროს.

„შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიება წარმართონ ობიექტურად, სრულყოფილად და ეფექტურად, რათა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულში ჩართულ ყველა პირს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება სრულად https://www.hrc.ge/539/geo/

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო