გია ვოლსკი - მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა და ამ უზნეობის პარლამენტში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება - საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს

მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა და ამ უზნეობის პარლამენტის კედლებში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება - ყველა კითხვას პასუხი გაეცა! - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პოზიცია შოვში მომხდარ სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე.

ვოლსკის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, „კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს კი ცილისწამების სტრატეგიის პარლამენტში გადმოტანა სურს“.

„უნდათ საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელონ, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს. ტრაგედიის გამოყენების თვალსაზრისით თავი იმდენჯერ შეირცხვინეს, რომ არ მგონია, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის საგნად უნდა იქცეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო