19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ნინო თანდილაშვილი - პროექტი, რომელიც ხორციელდება, ითვალისწინებს 100 თემში განგაშის სისტემების მოწყობას - დეზინფორმაციაა, თითქოს სახელმწიფოს მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემებზე არ უზრუნია

მასშტაბური დეზინფორმაციაა, თითქოს სახელმწიფოს არც მონიტორინგის სისტემაზე უზრუნია, არც ადრეული გაფრთხილების სისტემებზე უზრუნია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნინო თანდილაშვილის თქმით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც 100 თემში განგაშის სისტემების მოწყობას გულისხმობს.

„რაც შეეხება ადრეული განგაშის სისტემებს, ასეთი სისტემების განვითარება არის დამოკიდებული მრავალფაქტორიან კვლევებზე და შეფასებებზე იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ასეთი ტიპის სისტემები კონკრეტული ტიპის ხეობებში და მოსალოდნელი სტიქიების მასშტაბიდან გამომდინარე იმუშავებს თუ არა. ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მედიაში და რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის მიერაა დაფინანსებული და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან, ითვალისწინებს 100 თემში განგაშის სისტემების მოწყობას 2024 და 2025 წლის განმავლობაში, ყველაზე ცხელ და წითელ ზონებში, სადაც სხვადასხვა ტიპის სტიქიური პროცესების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს ყველაფერი პასუხობს იმას, რომ მასშტაბური დეზინფორმაცია, თითქოს სახელმწიფოს არც მონიტორინგის სისტემაზე უზრუნია, არც ადრეული გაფრთხილების სისტემებზე უზრუნია, არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემებს, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, არსებული მონიტორინგის სისტემებზე დაყრდნობით, რომლებიც უკვე დამონტაჟებულია რეგიონში, ასევე რადარულ სისტემებზე დაყრდნობით, არ გამოვლენილა ისეთი პროცესი, რაზეც შეიძლებოდა, რომ წინასწარ გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლება ჰქონოდა ადგილი.

„ძალიან ხშირად ისმის საზოგადოებაში ადრეული გაფრთხილების სისტემებზე არაერთი ინფორმაცია. თითქოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემები საერთოდ. ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს მონაცემთა ერთობლიობას: როგორია წყლის დონე, როგორია მეტეოროლოგიური მდგომარეობა, რა სტიქიური პროცესის განვითარებას შეიძლება ელოდე. ამ ინფორმაციას აგროვებ რადარებიდან, მეტეოროლოგიური სადგურებიდან, წყლის დონის მზომი სადგურებიდან, ადგილზე სადამკვირვებლო პუნქტებიდან, ჩვენ რეგიონებში დამკვირვებლებიც გვყავს, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას. ყველა შეკრებილი მონაცემის საფუძველზე სინოპტიკოსი გასცემს გაფრთხილებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა