მამუკა ხაზარაძე - სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით - რიკოთი შეიძლება შემდეგ დიდ კატასტროფად გვექცეს

სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით. უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები , - ამის შესახებ პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება.

„დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ჩააბარებ და ევროპიდან მოზიდულ თანხებს გადაუხდი, რომელიც ჩვენი გადასახდელია, დანაშაულის ტოლფასია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება - არაერთი ქართველი გეოლოგი და ამ საქმის მცოდნე ამბობს, რომ პროცესი უდიდესი დარღვევებით მიდის, რიკოთი შეიძლება შემდეგ დიდ კატასტროფად გვექცეს.

აღარაფერს ვამბობ "ატკატებსა" და კორუფციაზე, ყველამ ყველაფერი იცის, კონტრაქტორმაც და ქვეკონტრაქტორმაც, უბრალოდ, ამაზე ხმამაღლა საუბარი "არ მოსულა". "ოცნება" ხომ ცდილობს "გრუზინებად" აქციოს ჩვენი საზოგადოება, ქვეყანა ხომ ახალი რუსული სტანდარტით - გაგებით იმართება და არა კანონებით და სტანდარტებით.

დავფიქრდეთ, საით მიდის ქვეყანა?! ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება. რუსული მმართველობა სხვა კი არაფერია - კორუფცია, ნეპოტიზმი და ადამიანის დაცულობისა და მისი ინტერესების უგულებელყოფა. დროა, ეს ყველაფერი დასრულდეს! ჩვენი შვილების მომავალი განვითარებულ და ძლიერ მსოფლიოშია!”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო