ჯინ კირბი - ვაშინგტონი აშშ-ში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაში მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს ვერ ხედავს

ვაშინგტონი აშშ-ში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს ვერ ხედავს. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის განმავლობაში ვაშინტონში ხედავდნენ უკრაინის მიმართ როგორც ამერიკელი ხალხის მხრიდან მყარ მხარდაჭერას, ასევე კონგრესის მხრიდანაც.

"ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინელი ერისთვის, არამედ ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვისა და პარტნიორებისთვის, კერძოდ, ნატოში ჩვენი მოკავშირეებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საბრძოლო ქმედებები ნატოში ბევრი ამ მოკავშირის ზღურბლთან მიმდინარეობს”,-განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ამერიკელი ხალხის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც არის მნიშვნელოვანი.“თუ ზოგიერთი ამერიკელი ვერ გრძნობს ამას ან ამის შემდეგ… ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუ უბრალოდ ვიჯდებით და პუტინს საშუალებას მივცემთ გაიმარჯვოს, საშუალებას მივცემთ უკრაინა დაიპყროს, მაშინ სად გაჩერდება ეს?” - განაცხადა კირბიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო