რუსეთის ქალაქ დომოდედოვოში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა.

"დომოდედოვოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აფეთქების ორი ხმა გაიგეს, შემდეგ ხანძარი გაჩნდა", - წერს გამოცემა Astra.

ამასთან, რუსული გამოცემა TASS-ი საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძარი დომოდედოვოს ავტოსერვისის ტერიტორიაზე გაჩნდა. "ამჟამად, ხანძრის ფართობი 1 ათასი კვადრატული მეტრია“, - აცხადებენ უწყებაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს