სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 19 აგვისტომდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 19 აგვისტომდე შენარჩუნდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, შესაძლებელია 16-17 აგვისტოს მცირე წვიმა იყოს, მაგრამ ის არ იმოქმედებს ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურაზე.

„შედარებით მაღალი ტემპერატურაა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც 14 აგვისტოს ჩათვლით, 34-დან 39 გრადუსამდე ტემპერატურა ნარჩუნდება. 15-16 აგვისტოდან სიცხე შენარჩუნდება, მაგრამ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 1-3 გრადუსით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მერყეობს, შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები მოქმედებს, მაგრამ სინოტივე ქმნის შეგრძნებას, რომ დაახლოებით 38 - 40 გრადუსია. ასეთი ვითარება ნარჩუნდება 19 აგვისტომდე. 19 აგვისტომდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის.

დედაქალაქში უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. მესამე დღეა, რაც მაქსიმალური ტემპერატურა - 39 გრადუსი ფიქსირდება, რასაც ვინარჩუნებთ მომდევნო დღეებში. 12-დან 14 აგვისტომდე შესაძლოა, 40 გრადუსი დაფიქსირდეს.

მომავალი კვირის პირველ ნახევარში მაინც მაღალი ტემპერატურა იქნება. შესაძლებელია 16-17 აგვისტოს მცირე წვიმა იყოს, მაგრამ არ იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე, მგრძნობელობა მაღალი იქნება“,- აღნიშნა გვაზავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო