სპეციალური საგამოძიებო სამსახური შსს-ს სამმართველოს უფროსს, გოგა რაზმაძეს  მოუწოდებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს, გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გოგა რაზმაძემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განმეორებით 2023 წლის 4 აგვისტოს მიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, დაიცვას გოგა რაზმაძის უფლებები და ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან და განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ირგვლივ, გამომძიებელთან გასაუბრების გზით, მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები.

გოგა რაზმაძემ იგივე ფაქტთან დაკავშირებით სამსახურს პირველად 2023 წლის 14 ივლისს მიმართა. განცხადებაზე რეაგირების მიზნით იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

სამსახური მზად არის, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო პროცესუალური მოქმედება ჩაატაროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო