თემურ მღებრიშვილი - მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახებს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მეხანძრე მაშველების სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებთან.

„ბოლო მონაცემებით მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 21 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 12 პირთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მეხანძრე მაშველების სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებს. ამ რთულ პერიოდში მე და ჩემს კოლეგებს მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებთან და ვიცით, თუ როგორი მძიმეა მათთვის ეს ტრაგედია, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო