თემურ მღებრიშვილი - სტიქიიდან მალევე სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო  400 - მეხანძრე - მაშველი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან სტიქიის პირველივე დღიდან დღემდე ჩატარებულ ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, სტიქიის დღესვე მაშველების და პოლიციელების მიერ მოხდა ყველა ამ ადამიანის უსაფრთხო ადგილებზე მობილიზება და დილამდე, სტიქიის ზონიდან ევაკუაციის განახლებამდე, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად უსაფრთხო სივრცეში გაათენეს ღამე, პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში, ტყის მასივში ხდებოდა ტერიტორიის გადამოწმება.

„ონის მუნიციპალიტეტში მობილიზდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 - მეხანძრე - მაშველი, პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც სტიქიის ზონაში გადანაწილდნენ და სამაშველო ოპერაციაში ჩაერთნენ. ვერტმფრენისა და სითბური დრონების საშუალებით დათვალიერდა სტიქიის ზონის მიმდებარე პერიმეტრი, პარალელურად პოლიციის თანამშრომლების და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც დამეწყრილი ტერიტორიებიდან ხდებოდა მოქალაქეების გამოყვანა და მობილიზება. ამავდროულად ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საგანგებო თათბირი, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდა დამატებით ცხელი ხაზი, დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. შოვის ტერიტორიაზე ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალის და მონიტორინგის მიზნით განხორციელებული ფრენის შედეგად დადგინდა ყველა ლოკაცია, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები - მათ შორის საბავშვო ბანაკის არასრულწლოვანი წევრები, სხვა დამსვენებლები და ადგილობრივები. მაშველების და პოლიციელების მიერ მოხდა ყველა ამ ადამიანის უსაფრთხო ადგილებზე მობილიზება და დილამდე, სტიქიის ზონიდან ევაკუაციის განახლებამდე, მათ ჩვენ თანამშრომლებთან ერთად უსაფრთხო სივრცეში გაათენეს ღამე. პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში, ტყის მასივში ხდებოდა ტერიტორიის გადამოწმება. იმავე ღამეს, სტიქიის ეპიცენტრიდან გარემოს მოწყვეტილი სხვა მიმართულებით ჩარჩენილი მოქალაქეების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების გამოყვანა მოხერხდა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებმა მამისონის სექტორზე გადაიყვანეს და უსაფრთხო გარემოში განათავსეს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო