ირაკლი ფავლენიშვილი - შოვის ტრაგედიამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უსუსურობის განცდა გაუჩინა და გაჩნდა კითხვები ხელისუფლების მიმართ - კითხვებზე პასუხის გასაცემად საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას

რატომ არ არსებობს შესაბამისად აღჭურვილი სამაშველო სამსახურები, რატომ ვერ ვეხმარებით ღამით საქართველოს მოქალაქეებს სტიქიური უბედურებების დროს 21-ე საუკუნეში, რატომ არ ხორციელდება გარემოზე კონტროლი? - ეს ის კითხვებია, სხვა მრავალ კითხვებთან ერთად, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს და ამიტომაც საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაკომპეტენტურია და სტიქიური უბედურებების დროს მსხვერპლის მინიმალიზაციას ვერ ახდენს.

„შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უსუსურობის განცდა გაუჩინა და, რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვები ხელისუფლების მიმართ - რატომ არ არსებობს საევაკუაციო გეგმა ასეთ საშიშ ადგილებში, როგორც ცნობილია, ეს ადგილი არის საშიში სტიქიური უბედურებების თვალსაზრისით განსაკუთრებით, რატომ არ არსებობს შესაბამისად აღჭურვილი სამაშველო სამსახურები, რატომ შეიძლება, რომ მაგალითად ღამით, საქართველოს მოქალაქეებს ვერ დავეხმაროთ სტიქიური უბედურებების დროს 21-ე საუკუნეში, რატომ არ ხორციელდება გარემოზე კონტროლი, როცა ვიცით, რომ ჩვენი სამშობლო სამწუხაროდ მეწყრის, ღვარცოფის და სხვა სტიქიური მოვლენების ქვეყანაა და რატომ არ კეთდება პრევენცია მსგავსი ტიპის გაფრთხილების სისტემა არ მოქმედებს ეფექტურად, როდესაც ჩვენი დონორების და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაღებულია თანხა ამისთვის. ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი არ არსებობს და თუ არსებობს ერთი ზოგადი პასუხი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არააფექტური, არაკომპეტენტური და ეს იწვევს დიდ ტრაგედიებს და ვერ ახდენენ მსხვერპლის მინიმალიზაციას სტიქიური უბედურებების დროს, ამიტომ ამ კითხვებზე პასუხი ყველას აინტერესებს და ამიტომაც უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო